მზე სპექტრული ტიპის G2V ყვითელი ვარსკვლავია მზის სისტემის ცენტრში ირმის ნახტომის გალაქტიკაში. დედამიწა და სხვა ციური სხეულები (მათ შორის სხვა პლანეტები, ასტეროოიდები, მეტეორები, კომეტები და კოსმოსური მტვერი) მზის ირგვლის გარკვეულ ორბიტაზე მოძრაობენ.
მზე წყალბადის. ჰელიუმისა და სხვა აირებისგან შემდგარი გიგანტური გავარვარებული სფეროა. მის ზედაპირულ ფენაში, რომელსაც ფოტოსფერო ჰქვია, ტემპერატურა 6000 გრადუს აღწევს. ამ ციური სხეულის ყველაზე მხურვალე ნაწილი ბირთვია.
ჩვენი მნათობი სინათლის და სითბოს წყაროა. ის რომ არ იყოს, დედამიწა რამდენიმე წამში გაიყინებოდა, ორბიტიდან ამოვარდებოდა და სამყაროს წყვდიადში დაიწყებდა ხეტიალს. პლანეტაზე ყოველგვარი სიცოცხლე დაიღუპებოდა.
მოცულობით მზე იმდენად დიდია, მილიონზე მეტ დედამიწას დაიტევს. იგი ეკლიპტიკაზე მოძრაობს.
მზის გამოსხივება და ტემპერატურა [რედაქტირება]
სივრცეში მზე ყველა მიმართულებით რადიალურად გამოასხივებს დიდ ენერგიას:4×10³³ ერგს წამში. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ზედაპირის ყოველი კვადრატული მეტრი 84 000 ცხენის ძალას გამოყოფს. ოღონდ დედამიწაზე მოდის გამოყოფილი ენერგიის მხოლოდ 1:2 000 000 000 ნაწილი. მზის ხილული ზედაპირის ტემპერატურა საშუალოდ 6000 გრადუსია ხოლო შინაგანი 10 მილიონი გრადუსია(ეს მხოლოდ მოსაზრებაა).
მზის გვირგვინი [რედაქტირება]
ქრომოსფეროს ზემოდან აკრავს მზის ატმოსფეროს გარე ნაწილი, ე.წ მზის კორონა (გვირგვინი). იგი მეტად გაიშვიათებული გარემოა გა ვრცელდება რამდენიმე მლნ კმ-ის სიმაღლეზე. მას არ ააქვს მკვეთრი ზედა საზღვარი. სუსტი ნათების გამო, არც კორონა მოჩანს ჩვეულებრივ პირობებში ცის კაშკაშა ფონზე. ამიტომ აქამდე მას მხოლოდ მზის სრულ დაბნელებათა დროს შეისწავლიდნენ. მაგრამ ამჟამად კორონის შესასწავლად ტელესკოპებს იყენებენ.კორონა არ არის მკვეთრად გამოყოფილი და სიმეტრიული; იგი ქმნის შორს განვრცობილ გრძელ სხივებს. მზის გვირგვინი თავისებური ფიზიკური გარემოა. ამ უაღრესად გაიშვიიათებულ გარემოში ატომების სიჩქარე იმდენად დიდია, რომ მას მილიონი გადუსი ტემპერატურა შეესაბამება. მზის კორონიდან განუწყვეტლივ გამოიფრქვევა პლაზმა. ამ პროცესს მზის ქარი ეწოდება. იგიდედამიწის ახლო სივრცესაც აღწევს, სადაც მისი სიჩქარე 300-400 კმ/წმ-ს აღემატება
მზის ქრომოსფერო [რედაქტირება]
მზის ქრომოსფერო გაზოვანი სფეროს ის ფენაა, რომელიც ფოტოსფეროს ზემოთაა მოქცეული. ქრომოსფეროს ტემპერატურა თანდათანობით იზრდება სიმაღლის მიხედვით და ზედა ნაწილში რამოდენიმე ათეულ ათას გრადუსს აღწევს. ქრომოსერო იმდენად გაიშვიათებული გარემოა, რომ უშუალოდ ვერც ვხედავთ ცის კაშკაშა ფონზე. მხოლოდ მზის სრულ დაბნელების წუთებში, როცა მთვარის ბადრო მთლიანად ფარავს მზის ფოტოსფეროს და ცის ფონი ბნელდება, შეიძლება შევამჩნიოთ ბნელ დისკოს გარსშემოვლებული ძალიან ვიწრო, მაგრამ კაშკაშა მოწითალო რგოლის სახით. ამ შეფერილობის გამო უწოდებენ მზის ატმოსფეროს ამ ფენას ქრომოსფეროს, რაც ფერად ანუ შეფერადებულ სფეროს ნისნავს. მოწითალო ფერი იმით აიხსნება, რომ ქრომოსფეროში უხვად არის წყალბადი, რომელიც ინტენსიურად გამოსხივდება სპექტრის გრძელტალღიან წითელ უბანში
მზის ქიმიური შემადგენლობა [რედაქტირება]
აქამდე მზეში აღმოჩენილია მენდელეევის პერიოდული სისტემის ქიმიური ელემენტების 70-ზე მეტი ელემენტი. მათ შორისაა წყალბადი(რომელიც მზის მთავარი შემადგენელი ნაწილია-70% მდე), ჰელიუმი ( აგრეთვე საკმაოდ დიდი რაოდენობით-29% მდე), კალიუმი, რკინა და სხვა (მათ წილად მხოლოდ 1% მოდის).
მზის აქტივობა [რედაქტირება]
დროდადრო მზის ატმოსფეროში წარმოიშობა ე.წ. აქტიური არეები, რომელთა რაოდენობაც რეგულარულად მეორდება საშუალოდ ყოველი 11 წლის შემდეგ.
აქტიური არეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ფოტოსფეროში შემჩნეული მზის ლაქები. პერიოდს, როცა ლაქები სულ არ შეინიშნება, მზის აქტიობის მინიმუმი ეწოდება. მინიმუმის შემდეგ მზის ეკვატორის გასწვრივ ორივე მხარეს ჩნდება ლაქების ზოლები, რომელთა ინტენსიურობაც თანდათან იზრდება. სამ-ოთხ წელიწადში დგება მზის აქტივობის მაქსიმუმი. მერე მზის აქტივობა თანდათან ეცემა და დაახლოებით თერთმეტი წლის შემდეგ კვლავ მინიმუმი მეორდება.
, მზის აქტიობამაქსიმუმის დროს შეიმჩნევა მზის აქტიური არეების აფეთქების მსგავსი მკვეთრი ნათება. ხშირია ამოფრქვევა, რომლის დროსაც აირის გიგანტური შადრევნები, პროტუბერანცები, ზედაპირიდან ათასობით კილომეტრზე გამოიტყორცნება და წამში 1000 კმ-მდე სიჩქარეს ანვითარებს. ეს პროცესი რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღეს გრძელდება. ამოფრქვევა გავლენას ახდენს დედამიწის ტროპოსფეროზე (ატმოსფეროს იმ ნაწილზე, რომელიც განაპირობებს ამინდს ჩვენს პლანეტაზე), აგრეთვე ბიოსფეროზე და, მაშასადამე ადამიანზეც.
პოლარული ციალი [რედაქტირება]
პოლარული ციალი არის მზის აქტივობის ერთ-ერთი ფორმა - ცის ელექტრული ნათება ღამით. იგი ყველაზე ხშირად დედამიწის პოლარულ უბნებში შეიმჩნევა.
დედამიწიდან 90-1000 კილომეტრ სიმაღლეზე მზის ნაწილაკების ნაკადი ეჯახება ზედა ატმოსფეროს შემადგენელ კომპონენტებს. (ჟანგბადსა და აზოტს) და იწვევს ჰაერის ძალზე ლამაზ ნათებას, რომელიც ხან სხივებს ემსგავსება, ხან ფერად-ფერად ფარდებსა და ბაფთებს. მას პოლარურ ციალს ეძახიან.
პოლარული ციალი [რედაქტირება]
პოლარული ციალი არის მზის აქტივობის ერთ-ერთი ფორმა - ცის ელექტრული ნათება ღამით. იგი ყველაზე ხშირად დედამიწის პოლარულ უბნებში შეიმჩნევა.
Saturday, November 28, 2009
Wednesday, November 25, 2009
Wednesday, October 28, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)