Wednesday, May 12, 2010

სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა



სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა




ცოცხალ ორგანიზმთა სუნთქვისა და საწვავის წვის შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ჟანგეულები, წყლის ორთქლი და ზოგიერთი სხვა გაზი ატმოსფეროში დაგროვებისას ისეთივე როლს თამაშობენ, რასაც სათბურში მინა: ისინი დაუბრკოლებლად ატარებენ სინათლის სხივებს, რომელთაც დედამიწა შთანთქავს, მაგრამ არ ატარებენ დედამიწის მიერ გამოსხივებულ სითბოს. ამ მოვლენას სათბურის ეფექტი უწოდეს.

მე-20 საუკუნეში საწვავის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, რამაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის მატება გამოიწვია. სათბურის ეფექტის გამო დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურა 0,3-0,6 გრადუსით გაიზარდა და მოსალოდნელია მისი შემდგომი მატება. ეს მოვლენა გლობალური დათბობის სახელითაა ცნობილი
  
   
      გლობალური დათბობის შეჩერება მხოლოდ მწვანე მცენარეებს შეუძლიათ, რადგან ისინი შთანთქავენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს. მიუხედავად ასეთი საჭიროებისა, ადამიანები ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს და კვლავ მიმდინარეობს ტყეების მასიური გაჩეხვა-განადგურება, რის შედეგადაც დედამიწამ ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისი ტყეების ნახევარი დაკარგა. ჩვენი პლანეტა ყოველწლიურად 12 მილიონ ჰექტარ ტყეს კარგავს, რაც თითქმის ინგლისის ფართობს უტოლდება.
     
'
 
   

No comments:

Post a Comment