Sunday, May 23, 2010

ORGANULI QIMIA... :):):)

ორგანული ქიმია


ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორგანული ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნახშირბადის ნაერთებს. ვინაიდან ორგანული ქიმია არ შეისწავლის ნახშირბადის ყველა ნაერთს, არსებობს ორგანული ქიმიის მეორე განსზღვრებაც; ნახშირბადის ისეთი ნაერთები როგორიცაა ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი და მათი წარმოებულები არაორგანული ქიმიის შესწავლის სფეროს მიეკუთვნება. მეორე განმარტების თანახმად ორგანული ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნახშირწყალბადებსა და მათ ნაწარმებს.



ნახშირბადის განსაკუთრებული ბუნება, რომლითაც იგი გამოირჩევა სხვა ქიმიური ელემენტებისაგან გამოიხატება ნახშირბადატომების ერთმანეთთან და სხვა ატომებთან შეერთებაში მარტივი, ორმაგი და სამმაგი ბმით. გარდა ამისა, ნახშირბადს აქვს უნარი წარმოქმნას მდგრადი გრძელი, სწორი და განტოტვილჯაჭვიანი ნაერთები. ეს ნაერთები შეიძლება იყოს ღია და დახურულჯაჭვიანი. ღია და დახურულჯაჭვიან ნაერთებში ნახშირბადი შეიძლება უშუალოდ იყოს დაკავშირებული სხვა ელემენტის ატომებთან (ე.წ. ჰეტეროატომი), რომლებიც მონაწილეობენ ჯაჭვის წარმოქმნაში.



ორგანული ქიმია უპირისპირდება არაორგანულ ქიმიას, რომელიც შეისწავლის მინერალური სამყაროს ნაერთებს.



ეს გაყოფა მომდინარეობს იქიდან, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისამდე ფიქრობდნენ, რომ არაორგანული ნაერთებისაგან განსხვავებით, შეუძლებელი იყო ორგანული ნაერთების წარმოქმნა ე.წ. სასიცოცხლო ძალის გამოყენების გარეშე. მას შემდეგ რაც 1828 წელს ფრიდრიჰ ველერმა დაასინთეზა შარდოვანა ზემოხსენებულ შეხედულებას საფუძველი გამოეცალა. თუმცაღა ორგანული ქიმიისა და არაორგანულ ქიმიის გაყოფა დარჩა. ეს შეიძლება გამართლდეს იმით, რომ ორგანული ნაერთები არაორგანული ნაერთებისაგან დიდად განსხვავდებიან მრავალმხრივ - შედარებით ნაკლები მდგრადობა ტემპერატურისადმი, მათი მიღებისა და შესწავლის ხერხების თავისებურება და ა.შ.

  ორგანულ ნაერთთა დახასიათება [რედაქტირება]


როგორც უკვე აღინიშნა, ნახშირბადს აქვს უნარი წარმოქმნას მარტივი, ორმაგი და სამმაგი ბმა არამარტო სხვა ელემენტის ატომებთან, არამედ თავისთავთანაც. ეს განაპირობებს მრავალი სხვადასხვა სიგრძის ნახშირბადოვანი ჯაჭვისა და სხვადასხვა სიდიდის ციკლური ნაერთების წარმოქმნის შესაძლებლობას და იწვევს ორგანულ ნაერთთა ძალიან დიდ მრავალფეროვნებას. ნახშირბადი სხვა ატომებს, როგორც წესი, უერთდება კოვალენტური ბმის საშუალებით. ორგანულ ნაერთთა დიდი ნაწილი ძალიან მგრძნობიარეა სითბოს მიმართ და იშლება 200°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. ზოგიერთი მათგანი წყალში იხსნება, თუმცაღა მათი წყალში ხსნადობა ზოგადად უფრო დაბალია ვიდრე არაორგანული ნაერთებისა. სამაგიეროდ ისინი არაორგანულ ნაერთებზე უკეთ იხსნებიან ისეთ ორგანულ გამხსნელებში როგორიცაა სპირტი, ეთერი. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მსგავსში უკეთ იხსნება

     ორგანულ მოლეკულათა წარმოსახვა [რედაქტირება]


ორგანული ნაერთები ძირითადა შედგებიან ნახშირბადისა და წყალბადის ატომებისაგან. ამიტომ მოლეკულათა წარმოსახვის გასამარტივებლად ქიმიკოსებს ჩვევად დაუმკვიდრათ მათი გამოსახვა ნახშირბადისა და წყალბადის ატომების აღუნიშვნელად. ასეთ წარმოსახვას სტრუქტურული ფორმულა ეწოდება.
      ორგანულ ნაერთთა ჯგუფები [რედაქტირება]


ორგანული ნაერთები იყოფა სხვადასხვა ჯგუფად, ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი მათგანი. ვინაიდან ზოგიერთი ტიპის ნაერთი სხვადასხვა ჯგუფში შეიძლება მოთავსდეს, მათი მხოლოდ ერთ რომელიმე ჯგუფში მოხსენებით შემოვიფარგლეთ.

 IMEDIA DAGAINTERESAT INFORMACIAM... :) DFAGEXMAREBAT UKET GAERKVET RAS NISHNAVS ORGANULI QIMIA... :):):)
       

1 comment:

  1. ჩემთვის მოცემული ინფორმაცია მშრალად გამოიყენება:(
    რა საჭიროა ინტერნეტი,თუ მის შესაძლებლობებს არ იყენებ???????????????????????????????????????

    ReplyDelete