ოზონის ხვრელი — დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში, სტრატოსფეროში, ოზონის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირების ფენომენი. ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა, სავარაუდოდ ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად. კაცობრიობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმის გამო, რომ სტრატოსფერული ოზონი დედამიწის ზედაპირს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.
ოზონის ხვერელი დიამეტრით 1000 კმ პირველად აღმოაჩინეს 1986 წელს სამხრეთ ნახევარსფეროში ანტარქტიკის თავზე. იგი ჩნდებოდა ყოველ აგვისტოს, ხოლო დეკემბერში ან იანვარში კი ქრებოდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არქტიკაზე ჩნდებოდა მეორე ხვრელი, თუმცა გაცილებით მცირე ზომებით.
გამომწვევი მიზეზები:ითვლება, რომ სტრატოსფერული ოზონის დაშლა გამოწვეულია ჰალოგენების შემცველი ორგანული ნაერთების: ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადების (ქფნ–ები), ქლორ–ბრომ–ნახშირწყალბადების და ჰალონების ატმოსფეროში მოხვედრით. ამ ნივთიერებათა წარმოება მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი გამოიყენება როგორც იდეალურად უსაფრთხო მაცივარაგენტები, დეზოდორანტების შემავსებლები, ელექტრომოწყობილობის გამწმენდები, ცეცხლჩამქრობი ნივთიერებები, მცენარეთა დაცვის საშუალებები. ითვლება, რომ ატმოსფეროში მოხვედრილი მოლეკულები ათწლეულების განმავლობაში არ იშლება და სტრატოსფერომდე აღწევს, სადაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენით იშლება და ქლორის ატომებს გამოყოფს. ეს უკანასკნელი კი შემდგომ მუშაობს, როგორც ოზონის მოლეკულების დაშლის კატალიზატორი. ითვლება, რომ თითო მოლეკულა ქლორ–ფტორ–ნახშირბადი ას ათასამდე ოზონის მოლეკულას შლის.
da bolos tu ra zomebi shemushavda:1985 წელს ოცმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენციას. 1987 წელს კი 43–მა ქვეყანამ _ ამ კონვენციის ოქმს (მონრეალის ოქმი), რომლითაც დადგინდა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების ეტაპობრივი გრაფიკი. შემდგომში ამ ხელშეკრულებებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო შეუერთდა. დღეს ყველაზე აგრესიული ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადები უკვე ამოღებულია ხმარებიდან. თუმცა სტრატოსფეროდან მათ გაქრობას კიდევ რამოდენიმე ათეული წელიწადი დასჭირდება.
Wednesday, May 12, 2010
სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა
სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა
ცოცხალ ორგანიზმთა სუნთქვისა და საწვავის წვის შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ჟანგეულები, წყლის ორთქლი და ზოგიერთი სხვა გაზი ატმოსფეროში დაგროვებისას ისეთივე როლს თამაშობენ, რასაც სათბურში მინა: ისინი დაუბრკოლებლად ატარებენ სინათლის სხივებს, რომელთაც დედამიწა შთანთქავს, მაგრამ არ ატარებენ დედამიწის მიერ გამოსხივებულ სითბოს. ამ მოვლენას სათბურის ეფექტი უწოდეს.
მე-20 საუკუნეში საწვავის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, რამაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის მატება გამოიწვია. სათბურის ეფექტის გამო დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურა 0,3-0,6 გრადუსით გაიზარდა და მოსალოდნელია მისი შემდგომი მატება. ეს მოვლენა გლობალური დათბობის სახელითაა ცნობილი
გლობალური დათბობის შეჩერება მხოლოდ მწვანე მცენარეებს შეუძლიათ, რადგან ისინი შთანთქავენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს. მიუხედავად ასეთი საჭიროებისა, ადამიანები ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს და კვლავ მიმდინარეობს ტყეების მასიური გაჩეხვა-განადგურება, რის შედეგადაც დედამიწამ ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისი ტყეების ნახევარი დაკარგა. ჩვენი პლანეტა ყოველწლიურად 12 მილიონ ჰექტარ ტყეს კარგავს, რაც თითქმის ინგლისის ფართობს უტოლდება.
Sunday, May 2, 2010
მჟავა წვიმის გამომწვევი მიზეზები და სჰემდეგ მისი სჰედეგები.
ამ ვიდეოსჰი ასახულია ტუ რა იწვევს მჟავა წვიმას ა სჰემდეგ მისი შედეგები როგორ ავნებს არა მარტო ბუნებას არამედ ყველა ცოცხალს.. :(:(:( ყველაფერი დეტალურადაა ასახული და რომც არ იცოდეტ ინგლისური მაინც გაერკვევიოტ ტუ როგორ წარმოიკმნება იგი და რისგან შედგება.. :);););)
\
დამატებიტი ინფო:: Acid Rain
"Acid Rain" is a term that refers to processes more precisely characterized as acid deposition. Acid deposition may occur as a result of precipitation such as rain, snow, sleet, hail, or fog; acid deposition may also occur as dry particles or dust settling out of the atmosphere.
The term 'acid rain' was first coined in 1856 by a British chemist named Robert A. Smith when he observed that smoke and fumes from human activity could change the acidity of precipitation.
'Natural', or pure rain water is slightly acidic as a result of its reaction with carbon dioxide, forming a weak solution of carbonic acid. Typically, clean rainwater will have a pH in the range of 5.6 - 5.7, though actual pH values vary from place to place and depend on the presence of other gasses and particles in the air.
The term pH refers to the presence of free hydrogen ions in the water (or other liquid) and is measured on a scale of 1 to 14. A pH of 7.0 is considered neutral; a pH below 7.0 is considered acidic, while a pH above 7.0 is considered to be alkaline, or basic. The pH scale is a logarithmic function; each point on the scale represents a tenfold increase (or decrease) from its nearest neighbor.
(უკაცრავად ინგლისური ინფორმაციისთვის) ;)სურათებიო დაგეხმარებატ უკეთ მიხვდეთ რა ხდება:
Friday, March 19, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)













